სტატიები

ციფრები და ფაქტები

 (ხმების რაოდენობა #: 1)
დეკ242009

ციფრები და ფაქტები


 კომპანია შეიქმნა 2008 წლის 14 მაისს. მისი დამფუძნებელია ბატონი ლაშა ბადრიშვილი. MLM TECHNOLOGY ეს არის პირველი ელექტროტექნიკის დილერი კომპანია საქართველოში, რომელიც თავის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, მრავალდონიანი მარკეტინგის სისტემით. ეს სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა აპრობირებული და დანერგილი მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ა.შ.შ., იაპონია და ევროპის წამყვანი ქვეყნები.

როგორც უკვე შეამჩნევდით, ჩვენი კომპანიის სახელწოდების პირველი სამი ასო არის MLM -ი, რაც ნიშნავს: MLM - Multi Level Marketing. ეს ინიციალები ითარგმნება როგორც მრავალდონიანი მარკეტინგი.

მრავალდონიანი მარკეტინგი - ეს არის პროდუქციისა და მომსახურების წინ წაწევის ისეთი სქემა, სადაც კომპანიის ნებისმიერ კომერციულ აგენტს უფლება აქვს კომპანიაში იყოლიოს დამოუკიდებელი შტატი თანამშრომლებისა,. აქედან გამომდინარე გახდეს საკუთარი საქმის მენეჯერი, შექმნას ორგანიზაცია და იქონიოს მზარდი პროცენტული შემოსავალი იმ საქონელბრუნვიდან, რომელსაც ასრულებს როგორც თვითონ ასევე მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია.

როგორც ხედავთ, კომპანიას გააჩნია ისეთი ტიპის პროდუქცია, როგორიცაა: მცირე საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა. კომპანიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Samsung, Philips, Bosch, Tefal, Kenwood, Palson, Braun და ა.შ.

MLM TECHNOLOGY დაკომპლექტებულია ისეთი წამყვანი სპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ დიდი ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ კომპანიაში მკაცრად კონტროლდება როგორც მოწოდებული პროდუქციის ხარისხი, ასევე კლიენტთა მომსახურების მაღალი დონე.

უმთავრესი იდეა, რამაც განაპირობა კომპანია MLM TECHNOLOGY - ს ჩამოყალიბება, იყო ის რომ საქართველოში უამრავი კომპანია მუშაობს ქსელური მარკეტინგის სისტემით და საკმაოდ წარმატებით, რომელთა პროდუქცია წარმოადგენს: კოსმეტიკა-პარფიუმერია, გამაჯანსაღებელი ხასიათის პროდუქცია ან კვებითი დანამატები.

აქედან გამომდინარე მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ადვილად რეალიზებადი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე არის მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკა. რადგან გამოკითხულთა მხოლოდ და მხოლოდ 8 %-ს აღმოაჩნდა ოჯახში არა საბჭოთა წარმოების მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

სწორედ ამ პრობლემებიდან გამოსავლის ძიებამ კომპანია მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, საზოგადოებისთვის საქართველოს ბაზარზე, ფუნდამენტი ჩაეყარა, განსხვავებული პროექტისათვის. კომპანიამ პროდუქციის ტიპი შეარჩია მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რითაც გაცილებით გაუადვილა მუშაობა თაბამშრომლებს, კერძოთ კი გაყიდვების მენეჯერს. საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკა - ეს არის ისეთი სახის პროდუქცია, რომელიც იყო არის და იქნება მოთხოვნილებასა და რეალიზაციაში.

ეს არის ისეთი სახის პროდუქცია, რომელიც არავითარ შიშს და ეჭვს არ იწვევს მომხმარებელში.

ტექნიკა - ეს არის ადამიანების აზროვნების შედეგი, რომელიც უქმნის მას კომფორტული ცხოვრების საშუალებას, ამ პროდუქტთან მუშაობა კომფორტული და მომგებიანია. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნა შეჩეული მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და შეიქმნა კომპანია MLM TECHNOLOGY.

კომპანიაში უდიდესი ყურადგება ეთმობა, თანამშრომლების ცოდნას. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს საშუალება ეძლევა უმოკლეს დროში, ჩამოაყალიბოს თავისი ბიზნესი და შექმნას საკუთარი ორგანიზაცია. რაც მთავარია ისწავლოს, მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. განვითარდეს და ჩამოყალიბდეს როგორც პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერი.

კომპანიაში სერიოზულ დონეზე ტარდება ტრეინინგები, სადაც ადამიანი საფუძვლიანად ეცნობა კომპანიის მარკეტინგსა და მენეჯმენტს, ასევე გაყიდვების მენეჯერის სპეციფიკას. ეს სწავლებები ორგანიზებულია კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და მარკეტოლოგების მიერ.

კომპანია MLM TECHNOLOGY -ში პიროვნება თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით ყალიბდება პროფესიონალ - გაყიდვების მენეჯერად. ამის საშუალებას კი იძლევა ის საჭირო და აუცილებელი ლიტერატურა რომელიც დაწერილია ისეთი უდიდესი ბიზნესმენების მიერ, როგორიცაა რობერტ კიოსაკი, ნაპოლეონ ჰილი, დეილ კარნეგი, ბოდო შეფერი, და სხვა.

დღეისათვის კომპანია მუშაობს იმაზე, თუ როგორ გააფართოვოს თავისი პროდუქციის ასორტიმენტი და მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზოს როგორც ციფრული ასევე კომპიუტერული ტექნიკა-აპარატურა. MLM TECHNOLOGY მომხმარებელს სთავაზობს ისეთ უნიკალურ სერვისს, რომელსაც არ სთავაზობს არცერთი ელექტროტექნიკით მომუშავე კომპანია, და ამასთანავე, აქ ყოველდღიურად იხვეწება კლიენტის მომსახურების მაღალი დონე.

უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს სრულიად აითვისოს საქართველოს ბაზარი და გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც მოღვაწეობას გააგძელებენ ის წარმატებული კადრები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კომპანიის წინსვლასა და წარმატებაში.
:admin  |  (0)  |  743
ძვირფასო სტუმარო, თქვენ საიტზე ხართ როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი. გთხოვთ შემოხვიდეთ თქვენი სახელით და პაროლით.

MLM TECHNOLOGY

გამოკითხვა

როგორ სამსახურს ეძებთ?

ფიქსირებული ხელფასით.
პროცეტული(მზარდი) ხელფასით.
არ აქვს მნიშვნელობა.
 

გახდი შენი ცხოვრების მეპატრონე

© 2009 MLM.GE